LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 12 პირი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს

73

ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 პირი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი ბავშვია.

როგორც  ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულების ნაწილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ნაწილი კი, მცხეთის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათივე ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საავადმყოფოებში მყოფებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები