LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძის მიმართ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოება – პროკურატურა

78

გია ცერცვაძის მიმართ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საექსტრადიციო წარმოება, ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეული პროცედურების  განხორციელებას გულისხმობს.

„როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე საპატიმრო დაწესებულებიდან გუშინ ღამით გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები