LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო: თბილისში არჩევნებზე ამომრჩეველთა 43,31% გამოცხადდა

56

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%.

საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„ დილის 07:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი.შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

ამასთან, შეგახსენებთ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფოციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“ – განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა.

მან საზოგადოებას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ: საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში). საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის  საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები