LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო – ვზრუნავთ, რომ თითოეულ პარტიას შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა

101

ცესკო-ში დღეს მიღებულ დადგენილებას განმარტავენ, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა იმ პარტიებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2016 და 2017 წლის არჩევნებზე რეგისტრაცია გაუქმებული ჰქონდათ.

კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კანდიდატის წარდგენა არა მხოლოდ „გირჩს”, არამედ სხვა პარტიებსაც შეეძლებათ.

„ეს დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს უკეთესი,
თანაბარი, სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს გადაწყვეტილება სასარგებლოა საარჩევნო სუბიექტებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობით ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ჰყავდეს კანდიდატი”, – განაცხადა მიქელაძემ.

საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დადგენილ კრიტერიუმებს პარტია „გირჩი“ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მას საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები