LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა

47

ცესკომ  2017 წლის 21 ოქტომბრისთვის პარტიებისა და ბლოკების   რიგითი ნომრები განსაზღვრა. 29 პარტიიდან წილისყრით მხოლოდ 15 პარტიას მიანიჭეს ნომრები, დანარჩენ რეიტინგულ პარტიებს კი თავიანთი მოთხოვნის შესაბამსად ენიჭებათ ნომრები.

მომდევნო არჩევნებზე ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია და სხვები იგივე ნომრით წარდგებიან, რაც შეეხება ახალ ნუმერაციას, წილისყრის მიხედვით შედეგები ასეთია:ახალი მემარჯვენეები- 29, მამულიშვილთა ორდენი- 34, ერთობისა და განვითარების პარტია- 14, ტრადიციონალისტთა კავშირი- 18, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა- 4, ზვიად გამსახურდიას გზა- 31, ქართული დასი – 13, მერაბ კოსტავას საზოგადოება- 22, კომუნისტური პარტია- 37, ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა – 11, მემარცხენე ალიანსი – 9, გიორგი ვაშაძე ახალი საქართველო- 27, სახალხო ხალხის ერთსულოვნება – 38, ეროვნული ფორუმი- 20, ახალი ქრისტიან-დემოკრატები- 23.

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები