LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა – ანა მიქელაძე

83

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერებში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის ნაწილიც ანა მიქელაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა – თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები