LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

77

პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან 2 სექტემბრის 08:00 საათამდე, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  სააკაძის მოედნიდან ცინცაძის ქუჩაზე მოსახვედრად ავტომანქანები  შარტავას ქუჩას გაივლიან , შემდეგ კალანდაძისა (ყოფ. ბულაჩაურის) და პეკინის ქუჩების გავლით მოხვდებიან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საიდანაც ჩაუხვევენ ბექას ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირისა და გამრეკელის ქუჩებით მოძრაობას სასურველი მიმართულებით გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები