LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაჭერით კაბელები, მომავალი რადიოსია – მედიაპოპულარობის ახალი კვლევის შედეგები

93

2017 წლის გამოკითხვის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, საკაბელო ქსელის რეიტინგი -10%-მდე შემცირდა, სამაუწყებლო ტელევიზიის კი – მინუს 18%-მდე. ეს კი იმ პირობებში ხდება, როცა “გრემის” დაჯილდოვება და ამერიკული ფეხბურთის ლიგა კვლავ ყველაზე წარმატებულის სტატუსისთვის იბრძვიან.

ინფორმაცია linkedin -ზე ვრცელდება, სათაურით “გადაჭერით სადენები, მომავალი აუდიოსისტემებშია“.

მიუხედავად ამისა, გასულ წელთან შედარებით, “გრემის” დაჯილდოვების მაყურებელთა რიცხვი 24%-ით შემცირდა, ხოლო ამერიკული ფეხბურთის – 6%-ით. პარალელურად კი, ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რადიომსმენელთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს.

ამ სტატისტიკას ემატება წელიწადში დიდი ოდენობით ნანახი სტატიები  ე.წ. cord-cutting-ის (cord cutting-ს უწოდებენ სერვისს, რომელიც  კონკურენციის პირობებში მაყურებელს სთავაზობს ტელეარხების შემცირებულ რაოდენობას და გადაცემების შემოკლებულ ვერსიებს – რედ.) ზეგავლენის შესახებ. აგრეთვე, ტელევიზიის მაყურებელთა აუდიტორიის მკვეთრი შემცირება.  რადიო გაძლიერებას განაგრძობს, ამას კი ბევრი მიზეზი აქვს.

  • რადიო ამერიკაში, მიღწევების (ე.წ. “რიჩების”) მიხედვით, #1-ია;
  • ინვესტიციის დაბრუნებაში რადიო #1-ია;
  • საუკეთესოა საზოგადოებრივ აქტივობაში;
  • რადიო ყველაზე შეუფასებელ მედიუმად მიიჩნევა.

რატომ არის რადიო ტელევიზიასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. რადიო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირშია და მეტად ლოიალური მსმენელები ჰყავს, ვიდრე ტელევიზიას. თანამედროვე ტექნოლოგიებიც რადიოს განვითარებას ხელს უწყობენ. ადამიანები ყველგან უსმენენ ახალ ამბებს, მუსიკას, პოდკასტებს და რადიომსმენელების დიდ სიყვარულს იმსახურებს.

ედისონის და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს კვლევები აჩვენებს, რომ:

  • ადამიანების 70% აუდიოკონტენტს უფრო ხშირად უსმენს;
  • მათგან 28% უმეტესად ახალ ამბებს და თოქშოუებს უსმენს;
  • 20% კი – პოდკასტებს.

სატელევიზიო რეიტინგების ამგვარი დრამატული ვარდნა და ტელევიზიის მომხმარებელთა ცვლილებები პროფესიონალ მარკეტერებს საშუალებას აძლევს, მედიამიქსში რადიოს დამატებით მიიღონ დაბალანსებული მედია. რადიოს დამატება აუმჯობესებს საერთო კამპანიას, მეტი შთაბეჭდილებები მოაქვს და მეტად ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ სატელევიზიო კამპანია.

იმისთვის, რომ თქვენს კამპანიას დიდი გავლენა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული მედიამიქსის ქონა, რომელიც ამავდროულად რადიოსაც შეიცავს. კვლევები აჩვენებს, რომ რადიო სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობიერებას ზემოთ სწევს და კამპანიის საერთო შედეგებს აუმჯობესებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები