LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაი და სუფთა ჰაერი – მთაწმინდის პარკი ჩაის მოყვარულებს უმასპინძლებს

258

თბილისში ჩაის ფესტივალი ტარდება. ჩაის მოყვარულებს მთაწმინდის პარკში 23 აპრილს ელოდებიან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს იმ ქვეყნის კუთხეების ჩაის დაგემოვნების საშუალება ექნებათ, რომლებსაც ჩაის მირთმევის უდიდესი კულტურა გააჩნია.

პარკში მოეწყობა ჩინეთის, შრი ლანკას, იაპონიის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების კუთხეებიც.

ჩაის გარდა ფესტივალის სტუმრებს თაფლისა და ნუგბარის დეგუსტაციის საშუალებაც ექნებათ.

ღონისძიება მთაწმინდის პარკისა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გარდა ჩამოთვლილი ღონისძიებებისა ჩაის ფესტივალის ფარგლებში კონცერტის გამართვაც იგეგმება. ასევე, მოეწყობა კერამიკის კუთხეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები