LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე აღმოჩენაა: ხმა მიეცით გიორგის გახდეს საუკეთესო ახალგაზრდა

72

ინტერნეტგამოცემა voetbalkrant.com-მა ბელგიის ჩემპიონატის აღმოჩენის გამოვლენა გულშემატკივრებს მიანდო და მათი გამოკითხვა დაიწყო.

voetbalkrant.com-მა შვიდი გამორჩეული 21 წლამდელი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩია – გულშემატკივრებს არჩევანის გაკეთება მათ შორის მოუწევთ. ერთ-ერთი მათგანი კი „გენტის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც თბილისის „დინამოდან“ ბელგიაში შარშან ზაფხულში გადავიდა.

ჯერჯერობით გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი ლიდერობს.

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“) (30.32%)
სამუელ კალუ („გენტი“) (20%)
დილან ბატუბინსიკა („ანტვერპენი“) (20%)
იდრისა დუმბია („ზულტე ვარეგემი“) (10.32%)
ჰასან ბანდე („მეჰელენი“) (7,74%)
ემანუელ დენისი („ბრიუგე“) (7.1%)
ალექსის საელამაეკერსი („ანდერლეხტი“) (4.52%)

 

გამოკითხვა 27 აპრილს 17:00 საათზე დასრულდება.

გიორგი ჩაკვეტაძეს შეგიძლიატ ხმა თქვენც მისცეთ ამ ბმულზე:

https://www.voetbalkrant.com/nl/nieuws/lees/2018-04-24/wie-vindt-u-dat-er-de-prijs-voor-beste-belofte-van-het-jaar-verdient

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები