LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი აიკრძალება

56

საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს, – როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ჩამოსასხმელი ღვინის აკრძალვის ინიციატივა მოდის კერძო სექტორიდან – არა ერთი ან ორი კომპანიიდან, არამედ ასოციაციებიდან და მას მხარს უჭერს ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამანიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილება კანონში აისახება.

მისივე თქმით, 2016 წელს ექსპორტზე დაახლოებით, 50 მილიონი ბოთლი გავიდა და აქედან, ჩამოსასხმელი სახით იყო დაახლოებით, 500 000 ლიტრი მხოლოდ, ანუ ჩამოსასხმელი სახით ღვინის ექსპორტის წილი ძალიან მცირეა, ასევე ამ ღვინის ღირებულებაც უფრო ნაკლებია და შესაბამისად, ნაკლებად საინტერესოა ღვინის კომპანიებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები