LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოვა თუ არა U2 საქართველოში

67

მომავალი წლის საკონცერტო კალენდარი კერძო სექტორის ჩართულობით დაიგეგმება. კითხვაზე, ჩამოიყვანენ თუ არა მომავალ წელს საქართველოში როკ-ჯგუფს U2, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლის კალენდარი დაიგეგმება სწორედ კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით. ამ ეტაპზე გიორგაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი შემსრულებლები ეწვევიან საქართველოს.

U2-ს შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორისა და ტურიზმის  წახალისების ინიციტივით დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. გიორგი კვირიკაშილის თქმით, იგეგმება სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები