LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chanel-ის დღე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში Voulez-Vous

804

22 ოქტომბერს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში Voulez-Vous, Chanel-ის კლიენტთა დღე გაიმართება.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ აღნიშნა, მსურველებს ელოდებათ  სილამაზის ექსპერტების რჩევები, ბრენდისგან სპეციალური შემოთავაზებები და კომპლიმენტები.

მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება Chanel-ის განახლებული სუნამო N°5 . ”ბროლივით გამჭირვალე ტუალეტის წყალი. კომპოზიციის სუფთა სუნთქვა: ციტრუსის ქერქი, ალდეჰიდები, ილანგ-ილანგი, კედარი და თეთრი მუშკი. ოლივიე პოლჟის მიერ ჩაფიქრებული რეინკარნაცია, N°5 სუნამოს უმთავრესი თვისების შესანარჩუნებლად – იყოს მუდამ ახალი”,-განაცხადა  ნოდიამ.

შეგახსენებთ რომ, ”ვულე-ვუს”მაღაზიები თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს. მომხმარებლებს კი სასურველი პროდუქციის შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: მარჯანიშვილის N19, რუსთაველის გამზ. N46, ჭავჭავაძის გამზ.N42, პეკინის ქ.N27, ვაჟა-ფშაველას გამზ.N35, ქავთარაძის ქ.N1 (სავაჭრო ცენტრი გუდვილი), პეკინის ქ.N17, სავაჭრო ცენტრი ”გლდანიმოლი”.

“ფორტუნა პლუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები