LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაპუტოვიჩი – დასავლური სამყაროსთვის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მიუღებელია

74

“ვაფასებთ იმას, რომ საქართველო ჯარისკაცებს ნატო-ს მისიებში აგზავნის ვაფასებთ ქართველი ხალხის ძალისხმევას” – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლიეტუასლატვიისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი სტუმრობენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიხსენა. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდგომ შესაძლოა პოლონეთი გახდეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.

„ჩვენი პრეზიდენტი აქ იყო ჩამოსული, რათა სოლიდარობა გამოეჩინა და შეეჩერებინა რუსი ჯარისკაცები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა გადაჭრილი არ არის. ქვეყანა კვლავ გახლეჩილია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით თქვენ შეძლებთ დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის, მთავრობისა და ხელისუფლების ძალისხმევას. ასევე ვაფასებთ იმას, რომ საქართველო თავის ჯარისკაცებს აგზავნის ნატო-ს მისიებში. ჩვენ კმაყოფილნი ვართ ნატო-ს სამიტის დეკლარაციით, რომელიც ღიად ტოვებს კარებს საქართველოსა და უკრაინისთვის. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სიტყვები მახსოვს, რომელმაც თქვა, რომ ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდგომ შესაძლოა პოლონეთი გახდეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. ამ წინადადების ერთი ნაწილი ახდა. რამდენიმე კვირის წინ აშშ, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა განცხადება გააკეთეს, რომ ყირიმის რუსეთის მიერ ანექსია მიუღებელია. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია იმისა, რომ დასავლური სამყაროსთვის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მიუღებელია“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები