LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაქვში, გვირაბთან მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

34

ბათუმი – ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სამი დაშავებული ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მოქალაქეები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები