LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭარბი წონისა და არასწორი კვების გამო ტომ ჰენქსი დიაბეტით დაავადდა

319

ტომ ჰენქსი ამბობს, რომ დიაბეტი არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო დაემართა.

არსებობს დიაბეტის პირველი და მეორე ტიპი. მეორე ტიპის უფრო მეტად არის გავრცელებული, განსაკუთრებით – შუა ხნის ასაკის ადამიანებში. მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში,დიაბეტის აღნიშნული ტიპი იწვევს სიბრმავეს, თირკმელების დაზიანებას, ზრდის კარდიოვასკულარული დაავადების რისკს.

ჰენქსს დიაბეტის მეორე ტიპი 2013 წელს დაუდგინეს. იმ დროს, როგორც მსახიობი ამბობს, როლების გამო ჭარბი წონა ჰქონდა და არასწორად იკვებებოდა.

„მე ზარმაცი ამერიკელების თაობას მივეკუთვნები, რომელმაც გვიან ასაკში აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა დაავადება აქვს,“ – განაცხადა ჰენქსმა Radio Timesთან.

მსახიობი დაავადებას საკუთარ თავს აბრალებს და როლისთვის გაღებულ მსხვერპლს ნანობს.

მისი მკურნალი ექიმების თქმით, ჰენქსს შეუძლია დაძლიოს დაავადება, თუ შეინარჩუნებს იდეალურ წონას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები