LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი ჰანემი და ჯუდ ლოუ „მეფე არტურის მახვილის“ ახალ ტრეილერში

539

ქსელში სათავგადასავლო ბლოკბასტერის, „მეფე არტურის მახვილის“ ტრეილერი გამოჩნდა, სადაც მთავარ როლს 36 წლის ჩარლი ჰანემი ასრულებს, პარტნიორობას კი მას ჯუდ ლოუ უწევს. პროექტის რეჟისორი გაი რიჩია.

უკვე ცნობილია, რომ ფილმი კინოგაქირავებაში 12 მაისს გამოვა, თუმცა პროექტის რელიზის თარიღი აქამდე რამდენჯერმე შეიცვალა.

„კონკურენციის გამო გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ფილმის გადაღებები დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა, მას შემდეგ ტექნოლოგიები იხვეწება, ამიტომ ჩვენ მოგვიწია რაღაცეების შეცვლა, რათა სათანადო სიმაღლეზე ვიყოთ. ამერიკაში ყოველ კვირას ახალი ფილმები გამოდის, ცარიელი უქმეების გამონახვა, როდესაც ფილმის პრეზენტაციას მოვაწყობდით, ძალიან გაჭირდა“, – განაცხადა რეჟისორმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები