LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი შინმა შიდსი დაამარცხა

105

მსახიობმა ჩარლი შინმა, რომელმაც 2015 წელს დაადასტურა, რომ შიდსი აქვს, ამჯერად მისი დამარცხების შესახებ განაცხადა. ავადმყოფობის დაძლევაში მას ინოვაციური პრეპარატი PRO 140 დაეხმარა და ახლა ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს.

შინის თქმით, წამალს არ აქვს გვერდითი მოვლენები და მისი მიღების შემდეგ, შესაძლებელია იმ ყველაფრის კეთება, რასაც მანამდე აკეთებდა. მკურნალობა მსახიობმა 2016 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ახალი პრეპარატის გატესტვის მსურველთა რიგებში ჩადგა. წამლის ავტორების განცხადებით კი, მათი ქმნილება ვერ კურნავს შიდსისგან, თუმცა ის აჩერებს პროცესს და არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

„როდესაც ჩემი დიაგნოზი პირველად გავიგე, ვიცოდი, რომ ის სასიკვდილო განაჩენი არ იყო. შემეძლო გავქცეულიყავი სადმე და დავმალულიყავი ყველასგან, მაგრამ ვარჩიე ღიად მელაპარაკა ამ თემაზე. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ჩემი სიცოცხლე უკვე საჩუქარია“, – განაცხადა ჩარლი შინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები