LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა

49

ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ „ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.

ის საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ცნობილი საველე მეთაურის დოკუ უმაროვის უახლოეს გარემოცვის წევრადაც ითვლება. ჩატაევს ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალშიშანთან, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანია და რომელიც ვაშინგტონის ტერორისტთა სიაში უკვე ერთი წელია ირიცხება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით ამ დროისთვის ახმედ ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთ დაჯგუფებას „იარმუკს ხელმძღვანელობს სწორედ ამ შენაერთში იბრძვიან ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები, მათ შორის – პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები