LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა – ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი”

243

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე წერს, რომ მეტროში ფული მოპარეს.

როგორც ქავთარაძე წერს, ხელფასი აიღო და მეტროდან ამოსულს ჩანთა გაჭრილი, ფული კი დაკარგული დახვდა.

“გუშინ ხელფასი ავიღე.

დღეს, ვაგზალზე საქმე მქონდა. გამოსვლისას ფული დავახურდავე, ბინის ქირისთვის. ჩავედი მეტროში. რუსთაველზე ამოვედი, ვიფიქრე მაკში შევივლი და ქეთის ბურგერებს ვუყიდითქო. ჩავყავი ხელი, გამიკვირდა ფული რომ არ იყო. მეთქი სხვა ჯიბეში ხომ არ ჩავდე და უცებ ამას ვხედავ.

მთელი ფული მომპარეს

ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა.

ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი

არ ვიცი ეს თუ როდესმე მორჩება…”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები