LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩცდ“-ს მთვარისას რეალური ცხოვრება – „მას შემდეგ მეუღლე არ მინახავს…“

1799

„ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი მთვარისა, იგივე ლუნა ბოლო სერიების შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიორგი სუხიტაშვილის გმირ კობა ჯინიუზაშვილთან ერთად „ვოლარე“ შეასრულა, ამ მუსიკალურ ნომერს სერიალიდან ინტერნეტში დიდი წარმატება ხვდა წილად.

ქეთი ხუციშვილი პროფესიით იურისტია. მას მსახიობობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მაგრამ ბავშვობიდან უყვარს პაროდირება. სერიალის კასტინგზე „ჩცდ“-ს სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა დაიბარა და მთვარისას პერსონაჟის განსახიერება მიანდო.

როგორც ქეთი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ამბობს, როლში საკმაოდ ადვილად შევიდა – „გადამღებ ჯგუფს ძალიან მოვეწონე. ალბათ, ვერც წარმოედგინათ, რომ ასე ვითამაშებდი. როცა ახალი ხარ და თან არაპროფესიონალი, ყველა მაინც ეჭვის თვალით გიყურებს, შეძლებ თუ ვერ შეძლებ. პირველივე გადაღებაზე ისე შევედი როლში, მე მგონი, ძლივს გამომიყვანეს“.

რაც შეეხება პერსონაჟს, ქეთი ამბობს: „მე რომ მთვარისა ვიყო, ალბათ, იმავენაირად ვიცხოვრებდი. იმდენად მოვერგე ჩემს პერსონაჟს, ამ აგდმოსახედიდან ვფიქრობ, მთვარისა რომ ვიყო, შეიძლებოდა, მეც მართლა ასე მოვქცეულიყავი“.

ქეთი ჟურნალთან საუბრისას პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებსაც პასუხობს. მისი თქმით, მეუღლესთან დიდი ხანია, გაშორებულია, ჰყავს 14 წლის ბიჭი, გიორგი ცანკაშვილი.

„გიორგი 4 წლის იყო, როცა მე და ჩემი ქმარი გავშორდით… თავისებური განცდები იყო, მაგრამ იმდენად გააზრებული გვქონდა მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ის, რასაც ვაკეთებდით, რომ არც ჩემთვის და არც მისთვის მტკივნეუოლია რ ყოფილა. პირიქით, ერთმანეთს თავისუფლება მივანიჭეთ. მას შემდეგ არ მინახავს…“ – ამბობს ქეთი ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები