LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Check in Georgia–ს ბიუჯეტი 20 მლნ ლარია

43

პროექტ Check in Georgia–ს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რაოდენობა ზედა ზღვარია, რომელიც სავარაუდოდ, კერძო სექტორის ჩართულობის შედეგად შემცირდება.

„ეს არის ზედა ზღვარი. მაქსიმალურად უნდა იყოს კერძო სექტორის ჩართულობა და ეს ბიუჯეტი შეიძლება შემცირდეს. დაინტერესება კერძო სექტორიდან არის, ამიტომ ამას ველოდებით“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

პროექტ Check in  Georgia-ს შესახებ პრესკონფერენცია, დღეს სასტუმრო Rooms hotel Tbilisi-ში გაიმართა. შეხვედრაზე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს პირველმა მოადგილე აკაკი ლოდიამ, საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ და „ბლექ სი არენას“ დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ.

„Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. 2017 წლის პორგრამა იხილეთ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები