LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

95

19 მაისს „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
2018 წლის სეზონის გახსნაზე ლეგენდარული კომპოზიტორი, ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარსდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში კონცერტს მისი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს. ლეგენდარულმა კომპოზიტორმა 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა მუსიკა. ის თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ყველაზე ბოლო, ფილმ „საძულველი რვიანი“ -სთვის შექმნილი მუსიკისთვის კომპოზიტორმა პირველი ოსკარიც დაიმსახურა.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები