LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Check In Georgia“-ს ფარგლებში ქართველი შემსრულებლების კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა

49

პროექტი „Check In Georgia“ გრძელდება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე ტოპკლასის შემსრულებელიუკვე ეწვია. გარდა ამისა, მთავრობის მიერ შეთავაზებული უპრეცედენტო წინადადებით შეუძლიათ ისარგებლონ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც და ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე საკუთარი კონცერტები გამართონ, აპარატურის, კორტებისა და დაცვის თახნებს სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.

გარდა ამისა, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სკვერში, მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი და ჯგუფი „ვაკის პარკი“ წარდგნენ, რუსთავში, მერიასთან, ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ჯგუფ „ურსას“ და Koka & T.Blues Mob-ის კონცერტი შედგა. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის ტერიტორიაზე ჯგუფებს „Reggaeon“, „Loudspeakers“ მოუსმინეს.

25 ივნისს ქართველ შემსრულებლებს ქალაქ ფოთში უმასპინძლეს. შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე გამართულ ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვერიკო ტურაშვილმა, ნინო ძოწენიძემ, მეგი გოგიტიძემ, კახა კუხიანიძემ და თამთა ჭელიძემ.

აპრილში დაწყებული „Check In Georgia“ წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულუტურლ ღონისძიებასა და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები