LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთს მიგრანტების გამო დააჯარიმებენ

160

ჩეხეთს მიგრანტების მიღებაზე უარის თქმისთვის დააჯარიმებენ. ქვეყანას 10 მილიონამდე ევროს გადახდა და ასევე სხვა სანქციებიც ელის, თუმცა მიუხედავად ამისა, ის თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ყველა ქვეყანას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. რაც იმას გულისხმობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბერძნეთისა და იტალიის ბანაკებში მცხოვრები მიგრანტები უნდა შეიფარონ. პროექტის ფარგლებში სახლი უკვე ათასობით ადამიანმა იპოვა. ჩეხეთმა კი სავალდებულო 1,6 ათასი ადამიანის ნაცვლად მხოლოდ 12 ადამიანი მიიღო და მეტის მიღებას არც აპირებს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთს სოლიდარობა სლოვაკეთმა, უნგრეთმა და რუმინეთმა გამოუცხადეს და სანქციები სავარაუდოდ, მათაც დაეკისრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები