LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ

49

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პრაღაში მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება. უკვე შედგა შეხვედრა
ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს „ჩეხინვესტის“ ხელმძღვანელ კარელ კუჩერსა და სააგენტოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორ თომაშ ვავრესკასთან.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ჩეხეთის ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, „ჩეხინვესტის“ მენეჯმენტმა ქართულ დელეგაციას სააგენტოს მუშაობის პრინციპები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. ჩეხი ინვესტორები საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

ჩეხეთის ბიზნესისა და საინვესტიციო განვითარების სააგენტო „ჩეხისნვესტი“, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააგენტოა, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. სააგენტო უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს.

ქართულ დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატშიც უმასპინძლეს. შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილესა და აგრარული განვითარების კომიტეტის წევრ პროფესორ იან ზალოდიკთან, აგრეთვე, პარლამენტის სენატორებთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. დაგეგმილია ვიზიტი ქალაქ ბრნოში, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტს, საუნივერსტეტო კლინიკასა და სამედიცინო ფაკულტეტს დაათვალიერებენ. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტსა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს) შორის. მემორანდუმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები