LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული პირადი დაცვა, ბარი მანნაკეი, იყო”  –  პრინცესა დაინას აღიარება

101

პრინცესა დაიანამ აღიარა, რომ მისი უდიდესი სიყვარული იყო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელთანაც პირველად ჰქონდა ვიდეოგადაღება.

პრინცესა დიანას აქამდე უცნობი სიყვარულის შესახებ Independent-ი ახალი დოკუმენტური ფილმის მასალაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია დაიანა, რომელიც ამბობს, „სენსაცია“ იყო ის, რომ  დაცვის თანამშრომელი, ბარი მანნაკეი, სამსახურიდან გაათავისუფლა და შემდეგ ისინი ერთმანეთს “შეხვდნენ”. ის ამბობს, რომ ამ დროს 24-25 წლის იყო და ძალიან უყვარდა ეს ადამიანი, რომელიც მალევე ავარიაში დაიღუპა.

ის უნდა წასულიყო. მას შემდეგ, რაც წავიდა, მოტოციკლეტით ავარია მოუვიდა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ის იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული, რომელიც ოდესმე მქონია,“ – ამბობს ფილმში პრინცესა დაიანა.

ბარი მანნაკეი 1980 წლის შუა პერიოდში პრინცესა დაიანას დაცვის წევრი იყო, სანამ ლონდონში დიპლომატიურ ჯგუფში გადავიდოდა. ის 1987 წელს 39 წლის ასაკში მოტოციკლეტით ავარიისას დაიღუპა. მოტოციკლს მეგობარი მართავდა, რომელიც მანქანასთან შეჯახებისას გადარჩა. მძღოლი უყურადღებოდ მოძრაობის გამო, 85 ფუნტით დააჯარიმეს. გამოძიების ცნობით, ავარია შემთხვევითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ცნობები არ არსებობს, დაიანა მიიჩნევდა, რომ მანნაკეის სიკვდილი მათ საქმეებთან იყო დაკავშირებული.

გულახდილი საუბრების ჩანაწერებში, რომელიც ბრიტანეთში პირველად ეთერში პრინცესა დაიანას გარდაცვალების 20 წლისთავზე გავიდა, პრინცესა აღიარებდა, რომ ჩარლზს ქორწილამდე 13-ჯერ შეხვდა. პრინცესა ინტიმურ ჩანაწერებში ხაზს უსვამდა, რომ ჩარლზი ყოველთვის ან „ძალიან ცხელი ან  ყინულივით ცივი“ იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები