LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები“ 5 წლისაა!..

290

პოპულარულ ქართულ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“, 5 წელი შეუსრულდა. ზუსტად ამდენი ხნის წინ, 21 ნოემბერს, სოციალურ ქსელში, გამოჩნდა ახალი სერიალის პირველი ანონსი. მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის საშუალებით გაიცნო და შეიყვარა პერსონაჟები, რომლებიც დღემდე აქტუალობას არ კარგავენ. ამ 5 წლის განმავლობაში მრავალი ახალი გმირი და საინტერესო ამბავი ვიხილეთ, სერიალის პროდიუსერი გვპირდება, რომ სანამ მაყურებელი დაინტერესებული იქნება, „ჩემი ცოლის დაქალები“ მანამდე იარსებებს.

გიორგი, გილოცავთ, სერიალი უკვე 5 წელია, არსებობს, ელოდით ამას?

გიორგი ლიფონავა, რეჟისორი:

მადლობა… რა თქმა უნდა, როცა სერიალს ვიწყებდით, არ ველოდით.

როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა სერიალის პოპულარობა?

ვფიქრობ, რომ ეს სცენარის დამსახურებაა…

ირაკლი საღინაძე, „ჩცდ“-ს პროდიუსერი:

14715599_1364427146943646_282010492621527336_oჩანაფიქრის მიხედვით, სერიალის სამი სეზონი უნდა გადაგვეღო. რასაკვირველია, პოპულარობასა და წარმატებაზე გათვლა გვქონდა, მაგრამ ასეთ გრძელვადიან პროექტს ნამდვილად არ ველოდით.

მთავარი, რაც „ჩემი ცოლის დაქალების“ წარმატებას განაპირობებს, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა. ქართველებში გავრცელებული აზრი, რომ თავიდან რაღაც საქმეს კარგად იწყებენ და შემდეგ აფუჭებენ, ამ სერიალის შემთხვევაში არ გამართლდა. სცენარისტი ფიქრობს თითოეულ სიტყვაზე, რასაც წერს. შემდეგ მოდის სხვადასხვა დეტალი, მათ შორის ახალი პერსონაჟები თუ ამბები, ტექნიკური თუ ტაქტიკური სვლები და სიახლეები. სერიალის პოპულარობა იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ამ პროექტზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სხვა წარმატების ფორმულა არ არსებობს.

რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ სერიალი, თქვენი მოსაზრებით?

სანამ მაყურებლის ინტერესი იქნება, მანამდე გაგრძელდება. წარმოიდგინეთ, „ჩემი ცოლის დაქალები“ უკვე ოჯახის წევრივითაა, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას სხდებიან და უყურებენ. ჩვენი პერსონაჟები მაყურებელს ახლობლებად ექცა. რადგან სერიალს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, რატომ უნდა დასრულდეს? თუკი მიმდინარე პოლიტიკურმა სიტუაციამ ხელი არ შეგვიშალა, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს ვგულისხმობ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, სერიალი არსებობას გააგრძელებს.

ამ ხნის განმავლობაში საყვარელი პერსონაჟი თუ გყავთ?

არა, ვერც ერთ პერსონაჟს ვერ გამოვყოფ, არც ერთი საყვარელი პერსონაჟი არ მყავს…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები