LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები“ დასრულდა – სოცქსელი ნორა ბიცოლას „დასტირის“

113

Ardaidardo.Ge

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეათე სეზონის ფინალური სერია ეთერში გუშინ, 20 იანვარს გავიდა. სერიალი მაყურებელს მცირე ხნით დაემშვიდობა. სავარაუდოდ, მას გაზაფხულზე კვლავ ვიხილავთ ეთერში. მანამდე კი „ჩცდს“-ს პერსონაჟები მის მაყურებელს მოენატრება.


ფინალურ სერიაში მოვლენები დრამატულად განვითარდა – გარდაიცვალა ბიცოოლა ნორა. რასაკვირველია, ეს ამბავი გრიშა კაკაჩიასთვის სერიოზული დარტყმა იყო.

ბოლო კადრი, სადაც გრიშა და მისი საახლობლო მანქანებით სამეგრელოსკენ დაიძრა და ერთ-ერთ მანქანაზე ნორა ბიცოლას ფოტოა დამაგრებული, სოცქსელში განხილვის საგნად იქცა.

„ნორა ცოცხალი არ გვანახეთ, მკვდრის ფოტო მაინც გენახვებინათ…“

„წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და იმედია, იქნება მე-11 სეზონი“

„ეს არის მეტად სახალისო სერიალი. მეგრელების თემა არ ამოიღოთ, არაჩვეულებრივად ასრულებენ მსახიობები. მალე დაიწყეთ მეთერთმეტე სეზონი, თორემ ეს გაუბედურებული ხალხი მართლა აჯანყდება და გარეთ გამოვა. კიდევ ამ სერიალით იქცევენ თავს“

„ძალიან უაზროდ დაამთავრეთ“

„მ სეზონთან ერთად მე პირადად მოვრჩი ამ სერიალის ყურებას, აღარ ვაპირებ, რომ გავაგრძელო მინდა, ჩემს პონტში დამთავრდეს იქ, სადაც ჯერ კიდევ მომწონდასავით. თუმცა უკვე ვეღარ ვიტყვი, რომ ისევ იმ აზარტით მომწონს, როგორც წინა სეზონები. აი, მანტკავებმა და ვიღაც მეგრელმა შამანებმა ჩააჭედეს საბოლოო, თან ეს კატოც ვერ ჩახსნეს – ნახევარი საქართველო ითხოვდა. გორსალა თენგო და „გადკი უწიონოკ“ ბაქარას თემა გახდა ამ სერიალის მთავარი ხაზი. გისურვებდით წარმატებებს, მაგრამ რაღაც ძალიან მეეჭვება, ამ ხაზებით და შემადგენლობით მიაღწიოთ…“

„ამდენი არავის სიკვდილზე არ მიცინია…“

„წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ნორა ბიცოლას და პანაშვიდზე ვინ წამოხვალთ ნოჯიხევში, სიაში ჩაგწერთ“

„მაგარი ვიხალისე, უფრო მეტი დრამატიზმი მინდოდა აკლდამა და მეგრული დაკრძალვა თავისი დამახასიათებელი ელემენტებით“

„მეგრული გასვენება მთელი შოუა და მესმის, რომ შესვენება და ძალების მოკრება სჭირდება“

„ნორა, ახლაც ესეც ნორა ჯოუნსი არ ყოფილიყო…“

„შემეცოდა გრიშა…“

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები