LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში მერაბ ნინიძე გამოჩნდება (ვიდეო)

987

Ardaidardo.Ge

პოპულარული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები პარასკევს, 16 სექტემბერს ტელეეკრანს უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ჭორები, რომ სერიალი დასასრულს უახლოვდებოდა, მისი ახალი სეზონი მაინც იწყება და ახალი სუნთქვაც ემატება. მსახიობი მერაბ ნინიძე, საკუთარი გმირით, ნინო კასრაძის პერსონაჟ მაკას ცხოვრებაში გამოჩნდება.


სერიალის ანონსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში: „ნინიძე, ეს უკვე საინტერესოა“, „ამდენ სიხარულს ვერ გაუძლებს ჩემი გული“, „ღადაობთ? ის-ის იყო, უნდა დამეწერა, რა დაუმთავრებელი დაემართა ამ სერიალს-მეთქი და მერაბ ნინიძეო, ეს სერიოზული ფსონია“, „ისეთი მსახიობებით იწყებთ, რომ გული მიფართხალებს სიხარულისგან“, „დუდუს ნუ მიეჭვიანებთ“, – წერენ აღფრთოვანებული მაყურებლები.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები