LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პერსონაჟი მანანა ბერიკაშვილის სიძეა

339

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მცირე ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. მას კატოს და, ვიკა შეუყვარდა. ვიკას შეყვარებულის როლს თამაშობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ნიკა ნანიტაშვილი. ნიკა მანანა ბერიკაშვილის სიძეა, მისი ქალიშვილის, ანო მაისურაძის მეუღლე.

როგორც თავად ჰყვება ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში, მომავალი მეუღლე თეატრში გაიცნო, როცა მანანა ბერიკაშვილი სპექტაკლს დგამდა:

„მე სიმღერა უნდა შემესრულებინა. კასტინგზე ყველა ძალიან ნერვიულობდა, სცენაზე პირველი ვინ ავაო? გავიფიქრე, სხვების ნერვიულობა რომ ვნახო, მერე შეიძლება საერთოდ აღარ ავიდე-მეთქი და ამიტომ, პირველი გავედი. შემდეგ ქალბატონმა მანანამ თქვა, ჩემი გოგოც იმღერებსო. ანომ კარგად იმღერა. როლზე დამამტკიცეს, რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც მალე აწყო. ერთ დღეს გივი პაპამ თქვა, ამ ბიჭმა ჩვენთან სიარულს მოუხშირაო (იცინის).

მალე მივედი ოჯახში და ანოს ხელი ვთხოვე. იმ დღეს „სამი მუშკეტერი“ უნდა მეთამაშა. სახლიდან ბეჭედი წამოვიღე, ჩაფიქრებული მქონდა, სპექტაკლის შემდეგ ანოსთან წავსულიყავი. ფარიკაობის დროს, ერთმა მსახიობმა რაპირა თვალში გამარტყა. პირველი მოქმედების ბოლო იყო. დიმა ხვთისიაშვილმა სასწრაფოდ ექიმთან წამიყვანა. მადლობა ღმერთს, თვალის დაკარგვას გადავრჩი. ანოსთან სახლში თვალახვეული მივედი და გივი პაპას, ლეილა ბებოს, ქალბატონ მანანას ანოს ხელი ვთხოვე. ბედნიერი ვარ, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდი. ის ურთიერთობა, რაც გივი პაპასთან მოვასწარი, ჩემთვის დაუვიწყარი იქნება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები