LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ ტასოს ბოდიშმა ინტერნეტი „ააფეთქა“

619

„ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგმა ორმა სერიამ ინტერნეტსივრცე ისევ ააფეთქა, რასაც, პრინციპში, ამ სერიალის შემქმნელებისგან უკვე მიჩვეულები ვართ. ტასოს, რომელმაც შემთხვევით ქუჩაში 50-ლარიანი იპოვა და თავისი კლასელები სკოლის ბუფეტში დაპატიჟა, ამ ფულის „მოპარვისთვის“ ბოდიში მოახდევინეს. სოციალურ ქსელებში მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორის საწინააღმდეგო უამრავი პოსტი გამოჩნდა.

მარინა ხორავა:

კარგია, სკოლის თემასაც რომ შეეხნენ და ტასოს „ბოდიშიც“ (რომელსაც ველოდებიდი), ძალიან ლოგიკურია სამომავლო ნიშისთვის. ბრავო!“

ნინუკა ბორჩხაძე:

ძაან გავბრაზდი. ჯერაც არ მინახავს ბოლო სერია, ყველა ამაზე შფოთავს და შესაბამისად, გავიგე, რომ ტასოს ბოდიში მოახდევინეს. თუმცა, ნინას გმირისგან მეტ სენსიტიურობას არც ველოდი. არ მევასება ეგ პერსონაჟი. ყველაზე ზედაპირული და ქაჯი გოგოა ქეთის მერე, რასაკვირველია. ოღონდ, იმდენ ქართველ ქალს ჰგავს, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ქართლის დედის ადგილას დავდგათ მისი მონუმენტი ცალ ხელში დათოს მიმართ პრეტენზიებით, მეორეში კი, – ჭეშმარიტი ქართველი ქალის “გაგებით” ( გაგება, როგორც ასეთი..).

ნიკა გვარამია:

სინამდვილეში, ჯემალის „დაგდებული ფული აღარ აიღო“ არის კლასიკური პატიოსანი საბჭოთა ინტელიგენტის ფორმულა – წესიერება რომ აიძულებს, ამორალური სისტემის ნაწილი არ იყოს, მაგრამ თან რომ ვერც ებრძვის ამ სისტემას, შეგუებულია, რომ მაინც ვერაფერს შეცვლის და უბრალოდ, გარიდებას არჩევს.

საქმე ისაა, რომ ესეც კონფორმიზმის ფორმაა (soft) და მაინც სისტემისთვის ხარკის გადახდით (ბოდიში) მთავრდება, რომელსაც შენ თუ არა, შენი შთამომავლობა მაინც გადაიხდის.

#დავარდნილიფულიცაიღედაბოდიშიცარმოიხადო

ლაშა გაბუნია:

„ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ“-ის ხმაურიან სექტას დაემატა კიდევ ერთი — „ჩცდ“-ს ხმამაღლა არმყურებლები.

„ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე სერიას ასევე უამრავი გამოხმაურებ ამოჰყვა:

„რატო მოახდევინეთ ტასოს ბოდიში? იმედია ეს უსამართლობა ასე არ დამთავრდება და კიდევ შეეხებით ამ თემას, ოღონდ სამართლიანი დასასრულით“, „როგორ შეიძლება ვერ მიხვდე საკუთარი შვილი როდის იტყუება და როდის არა?“, „თქვენ გგონიათ, კარგს შვრებით ან სცენარისტს ჰგონია კარგს შვრება, კი ხაზი გაუსვა სკოლის უსისტემობას, ხაზი გაუსვა მოძველებულ კადრებზე, რომელიც კომუნიზმმა არაადამიანად აქცია და სიტყვა ჰუმანიზმის მნიშვნელობა დაავიწყა, გასაგებია ორი სერია მაგარამ ბოლოს შეეძლო სცენარისტს ისე გაეკეთებინა, რომ ან ვინმეს დაენახა ეს ბავშვი იმ დღეს, კეთილ გამყიდველს ან რომელიმე მასწავლებელს ან მეეზოვეს, ნებისმიერ ვინმეს, ვინც დაატკიცებდა რომ ფული იპოვა და დავარდნილი აიღო, ასეთი სცენარით კი პირიქით, პროპაგანდას უწევთ იმას, რომ სიმართლე იჩაგრება და არაფერია, ბავშვებსა და ახალ თაობას, ვინც ამ სერიალს უყურებს, სიმართლის გატანის და სიმართლის ჯიუტად დაცვის სურვილს უკლავთ, ასწავლით, რომ მაინც უფროსები ყოველთვის მართლები იქნებიან და თავიდანვე მსოფლმხედველობას უფუჭებთ ბავშვებს, დიდი მინუსი სცენარისტს“, „დევდარიანი გამოდი, ბოდიში მოგვიხადე ყველას, იმედები რომ გაგვიცრუე ამ სერიით…“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები