LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შეხება არ ჰქონია დადუნაშვილის იმ ჭრილობებთან, რომელიც მოზარდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა – ადვოკატი

75

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც ინგა შარაშენიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შეხება არ ჰქონია დადუნაშვილის იმ ჭრილობებთან, რომელიც მოზარდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

მისი თქმით, მოსამართლემ დადუნაშვილის ეპიზოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად გაამტყუნა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სარალიძის ნაწილი სრულად მოხსნა, დადუნაშვილის ნაწილში კი სრულად გაამტყუნა. მეორე ბრალდებულს კი სარალიძის ნაწილში მკვლელობის მცდელობა დაუტოვა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გავსაჩივროთ ეს განაჩენი სააპლეციო წესით, ვინაიდან ლევან დადუნაშვილის გულ-მკრედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არ არის დაზიანებული,“- განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები