LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მხრიდან კიდევ სხვა ეპითეტებს დავამატებდი – წულუკიანი პრემიერის მიერ ოპოზიციის კრიტიკას იზიარებს

39

მთავრობის წევრები პრემიერის მიერ ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურებიან და მამუკა ბახტაძის განცხადებას იზიარებენ. პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ოპონენტები გააკრიტიკა და ოპოზიცია „ხელმოცარულად და უპერსპექტივოდ“ მოიხსენია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მამუკა ბახტაძის განცხადებას იწონებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას თავადაც შეაფასებდა კიდევ სხვა ეპითეტებითაც.

„რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს და მე ჩემი მხრიდან კიდევ სხვა ეპითეტებს დავამატებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,“ – ეს განცხადება თეა წულუკიანმა.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პრემიერის პათოსს იზიარებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები დემოკრატიულ განვითარებას არ წაადგება.

„მე ვიზიარებ პათოსს, სამწუხაროდ, როდესაც ვისმენთ ემოციურ ფონზე კრიტიკას, როდესაც ვისმენთ ყველანაირად შეუზღუდავ ლექსიკას, ბუნებრივია, ეს არ წაადგება არც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ბუნებრივია, გაგიჩნდება კრიტიკა, როდესაც ამას არ ხედავ, რომ თქვა და დაარქვა სახელი, როგორც ეს იქნა პრემიერის მიერ დარქმეული,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელმოცარულია და მათ მთავარ მიზანს ივანიშვილის პიროვნული დისკრედიტაციას წარმოადგენს. ბახტაძისთვის გაუგებარია, ივანიშვილის განცხადებებიდან რომელს არ შეიძლება ეთანხმებოდეს პოლიტიკოსი. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ დაასახელა არგუმენტები, რაც ივანიშვილის განცხადებებისა და შეფასებების კრიტიკას გაამართლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები