LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი სასამართლო პროცესი კომედიაა – მიხეილ სააკაშვილი

19

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მტკიცებულებების სახით სასამართლოში წარდგენილ სერგეი კურჩენკოსთან მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას კომედიად აფასებს .

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ფალსიფიკაციაა.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამკითხეს, მითხრეს, რომ კურჩენკოსთან საუბრის ავთენტურობის დასადგენად ჩემი ხმის ჩაწერაა საჭირო. მათ ვერ მიიღეს ჩემი ხმის ჩანაწერი, მაგრამ უცებ გაირკვა, რომ თურმე კურჩენკოსთან ჩემი საუბარი ნამდვილია. ეს დიალოგი კურჩენკოსთან არ ყოფილა, მაგრამ რომც ყოფილიყო, იქ არ იკვეთება არც გადატრიალების მცდელობა და არც დაფინანსების საკითხი. ეს ყველაფერი ჰგავს მდარე, საბჭოთა მილიციის პრაქტიკას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი კომედიაა.

სააკაშვილის თქმით, მისი დაპატიმრება მხოლოდ უკრაინის მთავრობის ინიციატივა არ არის. როგორც ის აცხადებს, საბოლოო მიზანია იგი დააპატიმრონ და გადასცენ საქართველოს, რადგან ეს არის ივანიშვილის მოთხოვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები