LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა მზემ“ მხოლოდ ბრენდებს იცვამს – „ახლა „ჰუგო ბოსის“ შარვალი მაცვია…“

226

გიორგი გილიგაშვილი მედიის ყურადღებას კვლავ ინარჩუნებს. ამჟამად მან ინტერვიუ ჟურნალ „გზას“ მისცა. ალბათ, არც მის ჟურნალისტს გამოჩენია გიორგის დიდი სიყვარული ჩაცმა-დახურვის მიმართ და ჰკითხა, თუ რა ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც ჩანს, გიორგი ჩაცმაზე საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს. როგორც ის ამბობს, ყოველდღიურად ის შემდეგ ბრენდებს იცვამს – „დოლჩე და გაბანა“, „გუჩი“, „ვერსაჩე“. „ახლა „ჰუგო ბოსის“ შარვალი მაცვია“, დასძენს ახლად გამომცხვარი ვარსკვლავი.

კითხვაზე, სერიოზულად თუ ჰყვარებია ვინმე, გიორგი პასუხობს:

„მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს. არ მყვარებია არასდროს, სამწუხაროდ, მაგრამ დიდება ქრისტეს, როდესაც შემიყვარდება, მინდა, ეს სიყვარული კუბოს კარამდე იყოს, ერთი და გაუმეორებელი“.

გიორგიმ ჟურნალისტს შესჩივლა, რომ თავად ყველანაირ გოგონას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ის არავის მოსწონს… – „თუკი ვინმეს მართლა მოვწონვარ, მერე მისი ნომერი მომწერეთ ჩუმად“, სთხოვს ჟურნალისტს გიორგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები