LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემპიონთა აკადემიაში” ხუთ მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

401

თბილისში ამერიკული სპორტის მეცნიერებაზე დაფუძნებული პირველი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და მას „ჩემპიონთა აკადემია“ ჰქვია.

„ჩემპიონთა აკადემია“ პროფესიონალ სპორტსმენებზეა გათვლილი, თუმცა ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ცენტრის გახსნისათვის ხუთ მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ჩემპიონთა აკადემიის“ ტრენერები ბრიტანელები და ქართველები არიან.

თბილისში სპორტული ცენტრის გახსნის ცერემონიალს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და მაიკლ ბარვისის რეგიონალური დირექტორი დონი ვანკერი დაესწრნენ.

ცნობისთვის, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგია სატელევიზიო არხ „დისქავერიზე“ გასული „ბარვისის შოუს“ შემდეგ გახდა პოპულარული და დღეს ამერიკაში ამ მიმართულებით ყველაზე ტრენდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები