LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა ჯერ ადრეა: დინამო ფიბას თასზე გადმოვიდა

42

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ განმეორებითი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. დინამოელები სტუმრად, ბადალონაში „ხუვენდუტთან“ 20 ქულით დამარცხდნენ – 66:86 და ორი მატჩის ჯამში 32 ქულით წააგეს.

განმეორებითი შეხვედრაში პირველი ტაიმი „დინამომ“ მოიგო – 36:33. ეს შესაძლებელი გახდა კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის წყალობით, რომელშიც საქართველოს ჩემპიონმა 20:10 დააფიქსირა. მაგრამ მეორე ტაიმი მთლიანად „ხუვენტუტის“ იყო, რომელმაც მესამე მეოთხედი 23:16 მოიგო, მეოთხეში კი დიდი ანგარიშით – 30:14 გაიმარჯვა.

„დინამოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ლონდარიძე იყო – 17 ქულით. 14 ქულა და ცხრა მოხსნა ჰქონდა გაჩესას, 10 ქულა – ტურპინს. ახლოს იყო ორმაგ დუბლთან „დინამოს“ კაპიტანი ბერიშვილი – ცხრა ქულა და რვა მოხსნა. ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და ორი ქულა დააგროვა პირველი მატჩის გმირმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

„დინამო“ არც ისე ზუსტად ისროდა თამაშიდან – 43.1 პროცენტი, მოუგო მეტოქეს მოხსნებში (39:38), მაგრამ გაცილებით ნაკლები შედეგიანი პასი ჰქონდა (11:21) და უფრო მეტი შეცდომა დაუშვა (15:8).

ახლა, „დინამო“ გამოსვლას რანგით უფრო დაბალ – ფიბას თასზე გააგრძელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები