LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა მადრიდს და ბაქოს უნდათ

85

ბაქო და მადრიდი 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე აცხადებენ პრეტენზიას.

აზერბაიჯანი თამაშის ჩასატარებლად ოლიმპიურ სტადიონს თავაზობს (69 870 მაყურებელი), მადრიდი კი – „ატლეტიკოს“ ახალ სტადიონს „ვანდა მეტროპოლიტანოს“ (73 000 მაყურებელი), რომელიც წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.

ბაქოს აქამდე არასდროს უმასპინძლია უეფას ეგიდით გამართული ფინალური შეხვედრისთვის. რაც შეეხება მადრიდს, 2010 წელს „რეალის“ „სანტიაგო ბერნაბეუმ“ ლიგის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა – „ინტერმა“ 2:0 მოუგო „ბაიერნს“.

ასევე გარკვეულია ევროპა ლიგის ფინალის ჩატარების პრეტენდენტები. ბაქოსთან ერთად იბრძვიან სევილია (სანჩეს პისხუანი), გლაზგო (ჰემპდენ პარკი), სტამბოლი (ვოდაფონ-არენა), თბილისი (დინამო-არენა), ფრანკფურტი (კომერცბანკი) და შტუტგარტი (მერსედეს ბენც-არენა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები