LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ უნდა მოიგოს

55

მას შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენი” ვადაზე ადრე გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, ეს გუნდი ბუქმეკერთა აზრით, ტურნირის მთავარი ფავორიტი გახდა. პარიზელებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და ახალი რეკორდის ავტორებიც არიან – აქამდე, არც ერთ გუნდს არ გაუტანია ოთხი ტურის შემდეგ 17 გოლი.

ამ მომენტისთვის, პსჟ-ის გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს 4.7 კოეფიციენტი. ტურნირის წინ, უნაი ემერის გუნდის შანსები განიხილებოდა, როგორც 6.5.

ახალი კოეფიციენტების მიხედვით, მეორე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “რეალი” – 5.3. მესამე ადგილი უკავია “მანჩესტერ სიტის” – 6.5.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე – მეოთხედფინალში გასვლაა. ამ ზაფხულს, გუნდმა 420 მილიონი ევრო დახარჯა ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესაძენად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები