LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში? – უეფა ფიქრობს

34

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარებაზე ფიქრობს და გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ Catalunya Rádio-ს ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას ესპანელმა მედიამაგნატმა,ხაიმე როურესმა განაცხადა.

როურესის თქმით, უეფას მოსწონს ლა ლიგის ხელმძღვანელობის პოლიტიკა,რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატის რამოდენიმე მატჩის გამართვა ჩრდილო ამერიკაში გადაწყვიტეს და შესაბამისი კონტრაქტებიც გააფორმეს.

2019 წლის 27 იანვარს ლა ლიგის შეხვედრა ”ჰირონასა” და ”ბარსელონას” შორის მაიამიში გაიმართება.

უფრო ადრე უეფას პრეზიდენტმა,ალექსანდერ ჩეფერინმა მედიას განუცხადა,რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები 2024 წლამდე მხოლოდ ევროპაში ჩატარდება,შემდეგ კი უეფა სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში გამართვას 2024 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები