LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩები შესაძლოა უქმეებზე გაიმართოს

28

უეფა განიხილავს შესაძლებლობას, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები შაბათობით გამართოს. თუკი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს,ცვლილებები 2021 წლიდან ამოქმედდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2009-10 წლების სეზონიდან შაბათობით ტარდება, ახლა კი შესაძლოა იგივე ბედი პელიოფის მატჩებმაც გაიზიარონ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის ინიციატორები ტოპ-კლუბები: ”რეალი”, ”ბარსელონა” და ”იუვენტუსი” არიან.  გუნდების წარმომადგენელთა აზრით, ჩემპიონთა ლიგის ¼ და ½ ფინალების შაბათს გადატანა გაზრდის ტელეაუდიტორიას, რადგან ეს დრო უფრო მოსახერხებელი იქნება ამერიკელი  და აზიელი გულშემატკივრისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები