LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოებს 24 აგვისტოს დააჯილდოვებენ

95

24 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება. უეფამ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და ფორვარდის პოზიციებზე წარდგენილ მოთამაშეთა სია უკვე გამოაქვეყნა. შერჩეულ 12 ნომინანტს შორის, ტურნირის გამარჯვებული მადრიდის “რეალის” 6 ფეხბურთელი მოხვდა, ფინალისტი “იუვენტუსი” კი 3 მოთამაშითაა წარმოდგენილი.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), იან ობლაკი (“ატლეტიკო”);

მცველები: ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”/“მილანი”), მარსელო (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”);

ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”);

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანო რონალდო (“რეალი”).

კანდიდატთა შესარჩევად უეფამ შეადგინა ჟიური, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები 32 კლუბის მთავარი მწვრთნელით და ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციის (ESM) მიერ შერჩეული 55 სპორტული ჟურნალისტით დაკომპლექტდა. მწვრთნელებს საკუთარი კლუბის ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემა ეკრძალებათ. ჟიურის თითოეულმა წევრმა თითო პოზიციაზე სამ-სამი მოთამაშე დაასახელა: პირველ ადგილზე დასახელებულმა ფეხბურთელმა ხუთი ქულა მიიღო, მეორეზე – სამი, მესამეზე – ერთი. საბოლოო სიაში თითოეულ პოზიციაზე მოხვდა 3-3 მოთამაშე, ვინც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

პარალელურად გამოვლინდება უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ქალი და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი. ამ ტიტულის პრეტენდენტთა სიას უეფა 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები