LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩაწყობილი იყო (ფოტო)

90

13 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგად მოგეხსენებათ ”რომას” მეტოქედ ”ლივერპული” ერგო, მადრიდის ”რეალს” კი ”ბაიერნი”.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იტალიელთა ოფიციალურ საიტზე. ”რომამ” ”ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ წილისყრამდე დაიწყო, თუმცა იტალიელებმა ძალიან მალე ყველაფერი ”გამოასწორეს” და ყველა მასალა წაშალეს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ბილეთები 2 მაისის მატჩზე იყიდებოდა. რა იცოდნენ, რომ პირველი შეხვედრა ლივერპულში იქნებოდა და 2 მაისი მოუწევდა რომს.

 

”რომამ” აღნიშნულთან დაკავშირებით უეფა საქმის კურსში ჩააყენა. იტალიური კლუბის წარმომადგენელთა თქმით, ”რომას” ”ლივერპულის” გარდა მსგავსი ინფორმაცია ბილეთების სატესტო გაყიდვის შესახებ ”რეალსა” და ”ბაიერნთან” დაწყვილების შემთხვევაშიც ჰქონდა მომზადებული, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო საიტის მომხმარებელმა მხოლოდ ”რომა”-”ლივერპულის” მატჩზე დასასწრები ბილეთების დანახვა შეძლო.

არ არის გამორიცხული, ეს მართლაც ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო, მაგრამ წილისყრასთან დაკავშირებით უეფას არაერთხელ დაცდენია ფეხი და „თბილი ბურთულებიდან“ დაწყებული ათასგვარ სხვა ხრიკებსაც „აბრალებენ“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მამებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები