LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს ბავშვობაში ერთი მკვდარი იყო, ვისაც ნდობას უცხადებდნენ – ირაკლი კობახიძე

97

“ჩემს ბავშვობაში ერთი მკვდარი იყო ვისაც, ნდობას უცხადებდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფაქტობრივად მკვდარი იყო და რა ნდობაზეა ლაპარაკი,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა.

ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ვაკანტურ თანამშდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პროცესს აპროტესტებს, ვინაიდან, როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა, განაცხადა “კიდევ ერთ ყურმოჭრილ მონას დანიშნავენ”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომან გოცირიძე, კი ამბობს, რომ ბორდი არ ემორჩილება კანონმდებლობას და მათი მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს პარლამენტში მისვლაზე, რათა ოპოზიციასთან კონსულტაციები გაიაროს.

სერგო რატიანი ხელისუფლებას მიმართავს, რომ სწორედ მათმა ქმედებებმა განაპირობა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ნდობის დაკარგვა და ისინი კვლავ ამ პროცესს აგრძელებენ, რის საპასუხოდაც, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარეობს “მკვდარი ორგანიზაციის რეფორმირების პროცესი” და ეს პროცესი “მკვდარ ორგანიზაციას” რეიტინგს ვერ დაუკარგავდა.

“რეგორგანიზაციის შემდეგ რეიტინგი უნდა გაიზარდოს, ჩვენი მიზანია, რომ 50 მილიონზე მეტი მკვდარ ტელევიზიაში არ უნდა იხარჯებოდეს. 1.5 % ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიას სოციალური გავლენა არ აქვს, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიზანს ვერ ასრულებს. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ,”- განაცხად აირაკლი კობახიძემ.