LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს მეუღლეს პროკურატურისთვის ინფორმაცია აქვს, რომელშიც ივანიშვილიც ფიგურირებს – პაატა ბურჭულაძე

54

პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს.

მისივე თქმით, ცდილობენ ისე გამოაჩინონ, რომ ვიღაც ქვეყნიდან გაიქცა, რეალურად კი, როგორც ბურჭულაძე აცხადებს, მისი მეუღლე და გამომძიებელი შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდებოდა.

„გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებითო და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდნენ და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც სხვათა შორის ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ვინმე გაიქცა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, გასაქცევად ბიძინა ივანიშვილი ემზადება. 2012 წელს მასაც ჰქონდა შეხვედრა ფონდ „იავნანას“ პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები