LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს“ – როდის არის გლანდების მოცილება აუცილებელი

688

პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ამჯერად პედიატრი რეკომენდაციას აძლევს იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც “სუსტი ყელი” აქვთ. ასევე ინგა მამუჩიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ სიმპტომებზე, რომლებიც გლანდების მოცილების აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ექიმის წინა პოსტი მაღალი ტემპერატურის მართვას ეხებოდა და მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

ძვირფასო მშობლებო! ხშირად მესმის თქვენგან, “ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვსროგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდებაამის გამო მაღალ სიცხეს აძლევსგლანდები უნდა ამოვაჭრა. ეს არ არის სწორიმინდა გითხრათრომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას(გაწითლებას). ეს არის ადგილი საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრახახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლინუშისებრი ჯირკვლებიეგრეთწოდებული გლანდებირომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტიშეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზასორგანიზმში იწყება პანიკამობილიზებას განიცდიან მცველებიიმუნური უჯრედებირომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობადრათა ბრძოლა გამოუცხადონ მასსწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტსმათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ისრომ ნუშისებრი ჯირკვლები(გლანდები) იბერება და წითლდებაეს არის ადგილობრივი რეაქციარაც ტკივილსაც იწვევს… არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიცთუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნებიუსიამოვნო შეგრძნება გულის არეშიგულის რითმის ცვლილებასახსრების ტკივილიშეცვლილი ლაბორატორიული მონაცემებირასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთდადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებასე რომ ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავსიქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთანრაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია… ენდეთ თქვენს ექიმს“ – წერს ინგა მამუჩიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები