LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია – სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა

53

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეკითხვები, ძირითადად, იმ განცხადებას შეეხებოდა, რომელიც მან 31 მაისს გააკეთა.

„კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ. რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. მე ეს კითხვა გამომძიებლებისთვის არ დამისვამს,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, დააკავებენ თუ არა.

„ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი უსამართლობა ხდება. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები