LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, დააპატიმრეს მამა გიორგიო” – ილია მეორე

22

“მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, დააპატიმრეს მამა გიორგიო”, ამის შესახებ ილია მეორე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან ამბობს.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიასივრცეში პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის შესახებ საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია ვრცელდება და ამიტომ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებენ.

“მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები