LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის საწყისი ყოველთვის არის ზნეობა და მორალი – ვახტანგ შაქარიშვილი

200

მარადიული ღირებულებები, რომელიც კაცის მხრიდან ქალის პატივისცემას გულისხმობს, ჩემთვის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე გენდერული ბალანსი თუ ის ფსევდო თანასწორობის დაზეპირებული “ღირებულებები”, რომლებიც ენჯეოების წიაღში საგრანტო პროგრამებით ისწავლება, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას.

ვახტანგ შაქარიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ზნეობა და მორალია.

” ის, რომ მე, ელენე ხოშტარიას, როგორც ქალს ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა ჩემი სიტყვების ადრესატი, გამომდინარეობს სწორედ ქალის პატივისცემის ცოცხალი და მარადიული პრინციპისგან და არა თანასწორობისა თუ გენდერული ბალანსის დაცვის ყალბი და უსულო სტანდარტებისგან. ეს იყო ისეთივე ბუნებრივი რეაქცია, როგორიც მე ადეიშვილის ხელისბიჭის, ერთი პროვოკატორი და ხელმოცარული პოლიტიკოსის ქმედებებზე მქონდა,“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში აქცენტი იმაზე კი არ არის გაკეთებული, რომ ზოგადად ამგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია მიუღებელი, არამედ იმაზე, რომ, ამ გამონათქვამში ზოგადად ქალის კონკრეტული მდგომარეობაა დისკრიმინაციულად მოხსენიებული.

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.

ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა გენგეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვისას მიაყენა.